ჩრდილი ჩინარის და აკაციის
ქრის
ფიქრთა წყება,
მორჩა, არ ვტირი,
და ირგვლივ წვება
ხეების ჩრდილი.
წადი,
ნუ მივლი,
ეს დღე დიდია.
სადღაც დუმილი
და სიკვდილია.
მოდის,
ვინ არი
ასეთი კაცი.
ჩრდილი ჩინარის
და აკაციის.
მზის
ციმციმია,
შენ არ სუფევდი.
სწავლობს ქიმიას
ვიღაც სტუდენტი.
ქრის
ფიქრთა წყება,
მორჩა, არ ვტირი.
და ირგვლივ წვება
ხეების...
