მზის დაბნელება
დავიწყე
წერა,
სხვა სახეს ვიღებ.
ბალახში ვწევარ
და ძაღლი მიყეფს.
შორს ჩნდება ბური,
გულს დარდი დაღლის.
დგას ძველებური
პატარა სახლი.
და
მინდვრებს დღემდე.
ქარი ედება.
რვა წუთის შემდეგ
მზე დაბნელდება.
სხვა
მხარეს ვეძებ,
არ მინდა შველა.
მიდის ჩემს ხელზე
ეს ჭიანჭველა.
ვათავებ
წერას,
როგორც პოეტი;
ბალახში ვწევარ,
ახლა...
