გათავისუფლების წინა ღამეს
შორს
გაიარეს
ცაზე ღრუბლებმა.
ხვალ ვიგრძნობ გარეთ
თავისუფლებას.
ამაღამ
ისევ
მინდა ტირილი.
ხვალ თბილისისკენ
წავალ სირბილით.
დადგა
ივნისი,
ჩნდება ყვავილი.
და ხვალ თბილისის
ქუჩებს დავივლი.
ვიგრძენ
ფარული
წამის გაპარვა.
ხვალ სიხარული
სევდას დაფარავს.
შორს
გაიარეს
ცაზე ღრუბლებმა.
ხვალ ვიგრძნობ...
