დედმამის და ნათესავების მოსაგონარი
მე
ისევ მინდა რომ გავირიყო
და ეს საღამო თითქოს წყალია.
დღეს მომაგონდა ბიძა ილიკო,
არ ვიცი, მოკვდა თუ ცოცხალია.
და
ახლა ვიცი კაცი რაც არი,
და ღამეს ფიქრი უცებ გაშორდა.
დარია - ჩემი დედინაცვალი,
ძვირფასო, მხოლოდ დღეს მომაგონდა.
გაჰქრა
იმედი და ახლა ვრჩები
უკანასკნელი, სევდისამარა.
ან სად არიან, ძვირფასო, ჩემი
ბიძაშვილები - გუცა,...
