საავადმყოფო
ისევ
გაჩნდა მოელვარე ფიქრი,
ან როგორი სიმშვიდეა ირგვლივ.
ახლა
გული წარმოადგენს საფლავს,
ვიღაც მკვდარი ასვენია დაბლა.
ჩემს
გარშემო ავადმყოფ ხალხს სძინავს,
ვუმზერ შუქით განათებულ მიწას.
და
ქუჩაში გაიარა ეტლმა.
ფოთოლივით ჩამოცვინდა ეს თმა.
ისევ
გაჩნდა მოელვარე ფიქრი,
ან როგორი სიმშვიდეა ირგვლივ.
ახლა
გული წარმოადგენს საფლავს,
ვიღაც მკვდარი ასვენია...
