ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (მწუხარების ზღვა ირგვლივ)

მწუხარების ზღვა ირგვლივ,
ვგრძნობ შორიდან შენს სახეს.
ნათელია ეს ფიქრი
ჩემს დაღუპვის შესახებ.

დაწვებოდა კვლავ ბინდი
გულში მეწყო ლოდები,
მოდიოდა დღე დიდი,
ქარი ცოტაოდენი.

და ცხოვრება სულს ახრჩობს,
მე არავინ მყოლია.
ასეთია უსაზღვრო
ციხის მელანქოლია.

მწუხარების ზღვა ირგვლივ,
ვგრძნობ შორიდან შენს სახეს
ნათელია ეს ფიქრი
ჩემს დაღუპვის...