* * * (ვარდი ან ია)
ვარდი
ან ია,
ისევ წერტილი.
გზა მზიანია,
ცა - მოწმენდილი.
სადღაც
ზღვა ღელავს,
აგერ ჩიტია.
მივდივარ ნელა
და სიმშვიდეა
გაისმის
რეკა.
ახლო მთებია,
რა ვქნა, რომ ყველგან
ნაცნობებია.
უფრო
ვნაღვლობდი,
მქონდა იარა.
ქარმა მაღლობი
გადაიარა.
ვარდი
ან ია,
ისევ წერტილი.
გზა მზიანია.
ცა -...
