ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (აგერ მიწაზე ცხრილია)

აგერ მიწაზე ცხრილია,
მე ახლა ვწევარ, მიდიან გარეთ.
აქ ისევ კვნესა და წუხილია
და ახლო მოსჩანს ფანჯრიდან მთვარე.

აგერ მიწაზე ლურჯი ცხრილია
და მწუხარების ცეცხლი ინთება.
აქ ისევ კვნესა და წუხილია
გარეთ მთვარეა და...