ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ისევ ციხეა და გული კვდება)

ისევ ციხეა და გული კვდება,
საშინელია ჩემი ობლობა.
მე ავადა ვარ და ახლა დებმა
იციან, ჩემი ავადმყოფობა?!

და მომცა სიცხე, მწყურია წყალი,
ახლა უჩემოდ მაინც ივლიან.
შეხვდნენ ერთმანეთს და ერთი ქალი
ამბობს: ტერენტი დაჭერილია!

ვიქნები ეს თვე სანამ არ გავა,
გულო, ციხეა და შენ ღონდები.
ბევრი არ მოვა ჩემ სანახავად,
თუმცა, მე ვიცი ბევრს...