ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ისევ სიკვდილის შიში)

ისევ სიკვდილის შიში,
ქარია შიშის გარდა.
ასე გართული ფიქრში
ნელა მივდივარ მტკვართან.

და ვიხედები ცისკენ,
დგას გაზაფხული კარზე.
დღეს დაფრინავენ ისევ
ყვავები მღვრიე მტკვარზე.

და ეს იღბალი დაყვა
ჩემს გულს, სისხლიდან დაცლილს.
მიდის ბორანი გაღმა,
მიყავს ქალი და კაცი.

რატომ არ ვიცი სად ხარ,
სველია თვალის უპე.
ახლა ოთახში სადღაც,
მძიმე დუმილი...