* * * (როგორც ყვავილი)
როგორც
ყვავილი
დგას პარასკევი.
ისევ გავივლი
და ჩავალ ქვევით.
ქარია
დღემდე
და საღამოა.
ცოტა ხნის შემდეგ
მაღლა ამოვალ.
მზეა
მოსილი
და სისხლი შრება.
და გულმოკლული
საკანში შევალ.
ისევ
ფრთას გავშლი,
შორს მეძახიან.
და ახლო ბაღში
ბავშვთა სახლია.
ღამეა
გულთან
და რაღაც მტკივა.
თითქოს საკუთარ
ოთახში...
