ვაკედან
ყვავილს
ვფანტავდი
და იყო სხვა გზა.
ჩანს ლიანდაგი,
ვერ ვხედავ ვაგზალს.
შორს
ვიყურები,
ლოდინი კმარა.
მიდის ურემი
და მიდის შარა.
როგორც
მანდილი
ღელეა აწი.
გაღმა ლანდივით
დგას ვიღაც კაცი.
მე
არ მწყენია,
რომ მზეა ირგვლივ.
გაღმა ცხენია
და ძაღლი მირბის.
ყვავილს
უფანტავდი
და იყო სხვა გზა.
ჩანს ლიანდაგი
ვერ ვხედავ...
