ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (იქით ველია)

იქით ველია,
აქეთ ბუნება.
ერთი თვე ჩემთვის
საუკუნეა.

მზიან ამინდის
მიმოდის რიგი.
თვალი არ მიდის
ამ ეზოს იქით.

დახუთულია
ისევ ჰაერი.
და აქ ხალხია
ნაირ-ნაირი.

მზე გაერია
იმ შუქის ციმციმს
ყრუ ჰაერია
და სუნთქვა მიმძიმს.

მინდა ვტიროდე,
მომდევს გულები.
და ამ პირობებს
ვერ ვეგუები.

დარდი ცრემლს აშრობს
და...