ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

პუშკინის ბაღი

იგრძნობ თებერვალს
და ამ გაბედვას.
ვიღაც ბებერმა
საათს დახედა.

ეტლია გზაზე,
ყიდიან წუღას.
არ ვიცი ასე
რამ შემაწუხა.;

იქ მთაზე ცივა,
აქ დადის ბავშვი.
მე ახლაც ვზივარ
პუშკინის ბაღში.

და წვიმას მოსულს
დასდევს ღრუბელი.
და ვიღაც მოხუცს
ვესაუბრები.

და ასე ფიქრი, -
ყოფნის რაობა.
ხალხია ირგვლივ
და...