* * * (მიწას ვშორდები, ზეცა მიტაცებს)
მიწას
ვშორდები, ზეცა მიტაცებს,
დაღალულია თანაც მკლავები.
ღამეა, მე ვარ ცოდვილ მიწაზე
და სადღაც კრთიან შორს ვარსკვლავები.
მიწას
ვშორდები, ზეცა მიტაცებს,
აგერ მტერია, ისევ ის მტერი.
ღამეა, მე ვარ ცოდვილ მიწაზე,
ღამეა, ელავს შორს...
