ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ხე შორეული ისევ იქ იცდის)

ხე შორეული ისევ იქ იცდის
და ჩემს გარშემო სხვები არიან.
ეს დღე მაღვიძებს სიხარულისთვის,
დღეს ისევ მზეა და დღეს ქარია.

ასე გამეფდა შური და მტრობა,
სდუმს შორეული ქალის საფლავი.
რატომ არა მაქვს მე ნებისყოფა?
რატომ არა მაქვს თავშესაფარი?

და ეს ბავშვები ასე დარბიან,
ქუჩაში უფრო ნელა მიდიან.
და საქართველო ჩემთვის დარდია,
და საქართველო ჩემთვის...