* * * (რა ვქნა, დავდივარ, ასე დამწვარი)
რა
ვქნა, დავდივარ, ასე დამწვარი,
ეს მიზანია ხომ დასახული.
როგორც იქნება, გავა ზამთარი
და მალე მოვა დღე გაზაფხულის.
მესმის,
ვიღაცა უკრავს გიტარას
და მეორდება, რაც იყო დღემდე.
და შუადღეზე გამოიდარა
ამდენი წვიმის და ქარის შემდეგ.
ხომ
ეკარგება აზრი ნიღაბსაც,
თუ მან გრიგალი გადაიტანა.
ჩემს დაღუპვაზე ფიქრობს ვიღაცა,
ჩემს დაღუპვაზე ტირის...
