ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (შეიძლება, მე ადამის ძე ვარ)

შეიძლება, მე ადამის ძე ვარ,
ვგრძნობ საშინელ და უცნაურ ძალას.
საღამოა, სამარესთან ვწევარ
და მე ვყნოსავ შემოდგომის ბალახს.

ისევ აქ ვარ, სად წავიდე აბა?
სილურჯისკენ გადაფრინდა ისიც.
დღეს ვიგონებ მე გუშინდელ ამბავს
და შორიდან რაღაც ხმები ისმის.

მზე მაღლიდან გადაეშვა სადღაც,
ახლა ცაზე ღრუბელია მარტო.
რა წამია, რა სიმშვიდე დადგა,
მხოლოდ სხეულს დაღლილობას...