ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ფერისცვალება

მოვედი ისევ და ვნახე მხარე,
ის მხარე, სადაც ვიყავი შარშან.
ჩნდება წარსულის შუქი მწუხარე
და მოგონება, ასე რომ დარჩა.

მოვედი ისევ, დამხვდა იგი ხე,
ისევ ის ბაღი, ფარული ერთად.
მას შემდეგ მკვდარის ფერი მივიღე,
მას შემდეგ სული გადასხვაფერდა.

ახლა ჩემი და - ყრუ სიჩუმეა,
და ჩემი დედა - ღამეა მხოლოდ.
ყოფნა არ მჯერა, ნუთუ ეს მე ვარ,
რაა სიცოცხლე ბოლოს და ბოლოს.

წმინდაო ღმერთო!...