* * * (ამ ხალხის ქება არ მიხარია)
ამ
ხალხის ქება არ მიხარია,
ეს ხალხი ჩემს სულს როგორ ექცევა?
ჩემი ცხოვრება ქარიშხალია
და ჩემი გული მიწას ეცემა.
წუხელ
დავთვერი და მე ვიჩხუბე,
ცაო, ოდესმე შენც გეახლები.
შორს სოფელივით ჩნდება დიდუბე,
ძირს ასანთივით ყრია სახლები.
რომელი
იგრძნობს შორეულ საგანს,
რომელმა იგრძნო ეს ატირება.
და მე ამნაირ ცხოვრებისაგან
თითქმის ყოველ დღე ვგრძნობ...
