* * * (ვზივარ და ახლა წიგნია ირგვლივ)
ვზივარ
და ახლა წიგნია ირგვლივ,
მე რა მინდოდა, ან რას ველოდი?
ვუსმენ როიალს და მოდის ფიქრი
ისევ სიკვდილის და თვითმკვლელობის.
წვიმს
და ღამეა. არ ვიცი როდის,
მე ასე მახსოვს, გუშინ გელოდი.
ვუსმენ როიალს და ისევ მოდის
ფიქრი, არყოფნის და...
