ძვირფას მეგობარს
ერთად
ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.
თითქოს
ქვეყანა შენ გაბარია
და აღარ ეძებ ცხოვრების სახსარს.
სთქვი: პოეზია - ეს ზღაპარია,
სთქვი: პოეზია - ეს სიზმრის ახსნა.
ისევ
ეყრდნობი ძვირფას იარებს
და მწუხარება შენთან ხშირია.
და მახსოვს, ერთხელ შენ აღიარე,
რომ ბერი სხვაზე უფრო...
