სასახლის ბაღი
[6]
ბაღში
დაფრინავს ორი პეპელა
და ახლა ირგვლივ სხვა სიჩუმეა.
და რატომ, გულო, შენ არ გეშველა,
თუგინდ გაქვავდი, როგორც მუმია.
მე
რა მომელის, არ ვიცი განა?
ვიცი, სად მიჰქრის დღეთა კრებული.
მე ახლა ვზივარ და ჩემს წინ დგანან
სამი ხე, ასე შეერთებული.
ისევ
მეწვია სიცოცხლის ფიქრი
და ისევ ხელი შევახე ყვავილს.
ვატყობ, სილურჯე იშლება ირგვლივ
და ხიდან მესმის ჩხავილი...
