* * * (საღამოა, მოიღრუბლა ზეცა)
საღამოა,
მოიღრუბლა ზეცა,
მესმის სკრიპკის სევდიანი კვნესა.
წვიმას
იწყებს, საღამოა მძიმე,
ვგრძნობ წამებას და შორეულ იმედს.
ვზივარ
ასე - ყვავილივით მკრთალი
და მიღიმის აივნიდან ქალი.
დაიღუპნენ,
დარჩა ხსოვნა მათი,
ახლა მხოლოდ ჭიანჭველა...
