* * * (ისევ შორეულ საგანს ვითვისებ)
ისევ
შორეულ საგანს ვითვისებ,
ახლა ჩემს გულში ბევრი ლექსია.
განმარტოებით ვფიქრობ სიკვდილზე,
განმარტოებით დგას ეკლესია.
შორს
დაქრის სული დაუცხრომელი,
საით წავიდა სხეული - ლეში.
ჩანს წერტილივით ქორი, რომელიც
ნელა დაფრინავს მაღალ სივრცეში.
მიდის
ეს ქალი და ბავშვი მიჰყავს
და ქარი დასდევს წამების მორევს.
ახლა ჩემს ლექსებს კითხულობს ვიღაც,
კითხულობს ვიღაც და...
