ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (არ მინდა საგნის დასახელება)

არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.

ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,

ასე უზომო ხეტიალისთვის.
ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი.
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და...