ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

შემოდგომის მოლოდინში

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.

გათენდება ქარიანი კვირა,
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,
ღმერთო ჩემო, - ახლა უკვე დროა.
მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს.

ახლა მეტი მწუხარება...