* * * (გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები)
გათავდა,
მორჩა, მიწაზე ვრჩები,
სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია.
ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი,
ასე რომ ტირის - როიალია.
თითქოს
ძვირფასი რაღაც დავკარგე,
გული სუსტია დ უფრო მწირი.
საცაა მოვა ახლა აკაკი
და როიალიც დაიწყებს...
