* * * (ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო)
ცა
- ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო,
ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს.
ახლა სადღაც დუმილია უფრო,
ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე.
ეს
ოცნება სხვა პლანეტას მისდევს,
სიკვდილია ხომ სიცოცხლის ბოლო.
პოეზია უსაზღვროა ისევ
და გულია პოეზია მხოლოდ.
და
მძიმეა მდუმარება ღამის,
ეს ოცნება ასეთია დღემდე.
და მოვიდა სიხარულის წამი
დიდი ტანჯვის და წვალების...
