* * * (დე, იყოს ქარი, არ შევწუხდები)
დე,
იყოს ქარი, არ შევწუხდები,
და თითქოს ღამე იგრძნეს მინებმა.
დგება ფიქრების მძიმე წუთები
და ზაქარია[4]
კვლავ იგინება.
ცხოვრების
გარდა რაღაც სხვა მღუპავს
და ეს ოცნება მომდევს ისევე.
სწუხს როიალი, იქ ვიღაც უკრავს,
ფიქრს როიალის ხმები მისდევენ.
ეს
არის წამი სხვა სიჩუმეთა,
ნუთუ ეს გული მართლა მკვდარია.
დავტოვე ქუჩა, ვზივარ ღუმელთან,
ვზივარ ღუმელთან...
