ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ძველი ფიქრები ისევ დგებიან)

ძველი ფიქრები ისევ დგებიან,
ალბათ ასეა ნება განგების.
ცაზე ურიცხვი ვარსკვლავებია,
და ცა ინთება, როგორც კანდელი.

ჩემს სურვილს ციხის კედლები ფარავს,
ელავს თბილისი - შუქი გაბმული.
საკანში ბინდი შემოიპარა,
სადაც მე ვზივარ სულგანაბული.

მე სხვა ვარ, ხალხი სხვაგვარად მიცნობს
და ჩუმად ვიტან წამებას ამდენს.
სხვა ვინ მიხვდება, მხოლოდ მე ვიგრძნობ
ჩემს დაფიქრებას...