მატარებლიდან
ვხედავ
ბეღურა დაჯდა მდელოზე
და სულში ქარი უფრო გამეფდა.
ახლა მივდივარ სამეგრელოსკენ
და თბილისიდან მომდევს წამება.
იშლება
ფიქრი და გზები შორი,
ეს წამი ჩემთვის უცნაურია.
დიდი ხანია დებს ჩამოვშორდი
და დების ნახვა ძლიერ მწყურია.
ველოდი...
შუქმა იელვა ადრე,
მზე მაღლა იწევს და ნისლში ცურავს.
ვნახავ სახლს, სადაც მე დავიბადე
და ვნახავ დედის უძველეს სურათს.
შორს ვხედავ მინდვრებს,...
