ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ახლა სადღაც შორს ქრიან ქარები)

ახლა სადღაც შორს ქრიან ქარები,
ახლა სადღაც შორს ნელა მიდიან.
ღამეა წვიმის და მწუხარების
და ჩემი საქმე ვერ გამიგია.

აქ ჩნდება ხსოვნა უფრო მზიანი,
მივალ ცეცხლისკენ უფრო გაგებით.
სად არის მაინც ქელბაქიანი?[2]
ან სად არიან ამხანაგები?

ანდა ვინ მოვა, არა მყავს კაცი,
მე თუ დამიხსნის - მხოლოდ უფალი.
როდის იქნება ის დღე ძვირფასი,
როცა ვიქნები...