ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ისევ ბაღში ვარ, მზიანი დღეა)

ისევ ბაღში ვარ, მზიანი დღეა,
მე შევასრულე ეს დაპირება.
და ჩემს წინაშე მდუმარე ხეა
და ჩემს წინაშე ფიქრი ირევა.

ალბათ ეს წამი მალე გაჰქრება,
აქაც შორეულ ფიქრს ველოდები.
მე ვწევარ მოლზე და ჩემს გარშემო
დაფენილია ჭადრის ფოთლები.

ჯობდა სიცოცხლის გამოსალმება
და შენ სიკვდილი უფრო გერჩია.
ბავშვს გავენდობი მე ჩემს წამებას,
ეს ბავშვი ჩემთვის ხომ...