ფიქრები ნაძალადევში
ირა რადოვსკაიას
ეს
ოცნება გაიშლება ლურჯად,
მე ვარსებობ და ეს წამი გადის.
წამოვედი, იქ დავტოვე ქუჩა
და ვეწვიე მიტოვებულ ადგილს.
ჩუმი
დღეა და მწვანეა გორა,
და კარგია, მოვკვდებოდე ჩქარა.
თითქოს გული გადავეცი ყორანს,
მთისკენ მიდის ცარიელი შარა.
რამდენია
ოცდასამჯერ შვიდი,
სადღაც სუფევს იდუმალი ძალა.
ჩუმი დღეა, შორს მიფრინავს ჩიტი,
ჩრდილი ადგას ამწვანებულ...
