მატარებლიდან (შენ ერთხელ გრიგალს)
შენ
ერთხელ გრიგალს ქარს ადარებდი,
დღეს მოგონება გულში ცეცხლს გინთებს.
მივდივარ დებთან და მატარებლის
ფანჯრიდან ვხედავ თოვლიან მინდვრებს.
და
ფიქრის შემდეგ ვაყენებ კითხვას:
ახლა რა მინდა და ახლა რა მსურს!
მატარებელი ჩერდება დიდხანს,
მე მინდა მალე გავცილდე სადგურს.
მე
წამოვედი, მაგრამ შენ დარჩი
და მთვარიანი თეთრი ღამეა.
გათენებამდე მივალთ სენაკში,
გათენებამდე დიდი...
