ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (არავინ არის, გული დაობლდა)

არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას[1] საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.

ნოემბერია და ისევ გრილა
და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.
გარშემო ელავს მზიანი დილა
და მე ვსეირნობ საფლავებს...