ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (დგას ძველებურად)

დგას ძველებურად
ეს ლოდი გულზე.
და ღმერთის სურათს
თვალებში ვუმზერ.

დგას ძველებურად
კედლები ჩემი.
და ღმერთის სურათს
დაეცა ცრემლი.

და ღმერთის სურათს
თვალებში ვუმზერ.
დგას ძველებურად
ეს ლოდი...