ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (მსურს მივიძინო ახლა ცოტა ხნით)

მსურს მივიძინო ახლა ცოტა ხნით,
ძილი მოუნდა დაღალულ თვალებს.
არა, არ მინდა მე ეს ოთახი,
ამ ოთახიდან მე გავალ მალე.

ქრიან ფიქრები მზიან ამინდის,
დაო, ლანდივით ცაზე იშლები.
მე მარტო დავრჩი და შენ გაფრინდი,
სწუხს ჩემი სული და კლავიშები.

ვნატრობ სხვა სივრცეს და უცხო ქალაქს,
საწამლავია ჩემთვის ეს ხანა.
ღმერთო, მომეცი იმდენი ძალა,
რომ მოვიარო მთელი...