ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (შემეძლო მეტის მოცემა)

შემეძლო მეტის მოცემა,
მე დავსნეულდი უდროოდ.
შორს გამიტაცა ოცნებამ,
სულში სიჩუმე მყუდროობს.

მიდის ეს მტკვარი - მდინარე
და მოიღრუბლა ცა უფრო.
ძვირფასო, აბა, ვინ არი?
ისევ მარტოკა ვსაუბრობ.

ასეთი განწყობილება, -
სამარე უკვე მზად არი.
ეს შემოდგომა ილევა
და მოდის თეთრი...