ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (მიჰქონდა ბედი სევდიან წამებს)

მიჰქონდა ბედი სევდიან წამებს
სადღაც გოდებით.
ახლა მთვარეა და თეთრი ღამე
და მოგშორდები.

და შემოდგომის ოქროს ფოთლები
ათოვს ამ აუზს.
ველი მიწისძვრას და ველოდები
მართლა სასწაულს.

ცივი ოქტომბრის დღეა ცამეტი
და ისმის კვნესა.
თვალები ლურჯი და ნაწამები
ხედავს ამ ზეცას.

მიჰქონდა ბედი სევდიან წამებს
სადღაც გოდებით.
ახლა მთვარეა და თეთრი...