მეგობარს
ახლა
ღამეა და თითქოს ცივა
და წინ იშლება უსაზღვრო არე.
ახლა ღამეა, ოთახში ვზივარ,
აივანს ისევ ანათებს მთვარე.
ჩუმი
ზაფხულის მწვანე ფოთლები
მაღალ აივანს გარს ახვევია.
შენ თქვი: ძვირფასო, ასე როდემდის!
და საიდუმლო ფიქრი გეწვია.
თეთრი
დღეები მიჰქრიან თვალწინ,
ასე მგონია ვიღაც დამეძებს.
ჰა, შემოდგომა იწყება აწი
და ჩვენ ვსაუბრობთ ცისფერ ღამეზე.
ეს გრძნობა ისევ ებრძვის...
