* * * (მარტო ვარ, არ მეძახიან)
მარტო
ვარ, არ მეძახიან,
რა ვქნა, ქარია ისევე.
ჩემს წინ ვიღაცა მარხია
და მეც მკვდარივით ვისვენებ.
დრო
ასე მიდის, სულ მიდის,
გულმა ტირილი ინება.
დუმილი, ისევ დუმილი,
დუმილი და...
მარტო
ვარ, არ მეძახიან,
რა ვქნა, ქარია ისევე.
ჩემს წინ ვიღაცა მარხია
და მეც მკვდარივით ვისვენებ.
დრო
ასე მიდის, სულ მიდის,
გულმა ტირილი ინება.
დუმილი, ისევ დუმილი,
დუმილი და...