გული თბილისისათვის
მე დავბრუნდი გუშინ, გამოვიარე გველივით დაკლაკნილი გზები, ახლა სიჩუმეა მხოლოდ.
შეიძლება შრიალია ოდნავ.
იქნებ ხმამაღლა უძახიან ვისმეს.
მე ვამბობ იმ მხარეზე, რომელიც უკვე დავტოვე.
ახლა აქა ვარ.
უიმედო დღეებმა ნელა ჩაიარეს.
ისევ მოდიან მოსაწყენი დღეები.
ღია სამარეს გავს ჩემი საკანი.
წმინდაო ღმერთო! მე ვიღუპები თანდათან და ვგრძნობ უკანასკნელ წამის...
