* * * (მე სად გეძიო: თოვლში თუ ქარში)
მე
სად გეძიო: თოვლში თუ ქარში!
ალბათ ისინი მაშინ ცდებოდნენ.
ეს ოთახია, გავალ ქუჩაში
და ვივლი, სანამ დავიღლებოდე.
ბედი
სად არის: თოვლში თუ ქარში!
გუშინ ფიქრები ნელა კვდებოდნენ.
ეს ოთახია, გავალ ქუჩაში
და ვივლი, სანამ...
