ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (დაო, არ ვიცი რისთვის მებრძვიან)

დაო, არ ვიცი რისთვის მებრძვიან,
მე დამნაშავე არ ვარ სრულიად.
საღამოს ფიქრი ისევ მეწვია,
ქალაქი ისევ დანისლულია.

ჩვიდმეტ ნოემბრის უმზეო დღეა,
გული გუშინდელ ქარიშხალს გაჰყვა.
ახლა აკაკის საფლავთან ვდგავარ,
წავალ ილიას საფლავსაც...