ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

მისტერია

ის მახსოვს, ვინც მტერია
(ვსაუბრობ უცნობ კაცთან).
ეს ლექსი - მისტერია
და სასიკვდილო განცდა.

მე ვსდუმვარ, ვით მუმია,
ალბათ სიცოცხლე არ ღირს.
და ახლა სიჩუმეა
მიტოვებული ბაღის.

დღეს კარგი ტაროსია,
მივსდევ ოცნებას დაღლილს.
ირგვლივ კვიპაროსია,
გარდა ცისფერი სახლის.

ეს თვალი მსურველია,
კიდევ დაღვაროს ცრემლი.
და ირგვლივ სურნელია
აყვავებული ტყემლის.

ის მ...