ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ)

ვწევარ და ვფიქრობ და კედელს ვუმზერ,
ფიქრი ჩუმია და ასე მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე შორეულზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.

ისევ ღამეა და მთვარე სავსე,
ღამეა ჩუმი და ასე მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე უხილავზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.

და ეს ოცნება გაჰქრება მერე,
ჩემი ოცნება, ყოველთვის მკრთალი.
ვწევარ და ვფიქრობ მე სილურჯეზე
და ისევ მესმის ხმა როიალის.