თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

(11 ქულა/3 შეფასება)

კლასიკა, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი

თავი მეთოთხმეტე

- საითკე გინდა წასვლა, თავაღმ თუ თავქვე? - მეკითხება ჯურხა და გაღმა მთებს გასცქერის.

- ქვეით, ჯურხა, მხოლოდ ქვეით.

- რაი გინდა მურდალ ქვეყანაჩი?

- თეთრი საყელო უნდა გავიკეთო, ჯურხა, თეთრი. - ღიმილით ვუპასუხე. - გესმის, რაც გითხარი?

- მესმის, რაით არ მესმის! ერთხელ მეც მქონდა თეთრი საყელო.

- მერმე, რად მოიხსენი?

- იმად, რო თეთრი საყელო ჩვენთვი არ ას მაგონილი. მეც მქვანა საყელო, მაგრამ კინაღ დამახჩო და...