თეთრი საყელო

მიხეილ ჯავახიშვილი

(11 ქულა/3 შეფასება)

კლასიკა, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი

თავი მეცამეტე

მივდივარ, ოჩოპინტევ! გზა მომეცი, იაპონიავ! მომეცალე, მაძახურა! თქვენც ჩამომშორდით, მეჯალაფენო, ჩაფხუტებო, ხმიადებო, აბჯარ-საჭურველო, ხინკლებო!

მართლა, ხინკალზე მომაგონდა: სურსათი არ წამოვიღე. ვითომ დამჭირდება? არა მგონია. დღესვე ან ხვალ დილამდე სოფელს წავაწყდები. ერთ ნაჭერ პურს ყველა გაიმეტებს, -

სოფელი ღონიერია!

პატარა წყალს მივდევ. მთვარე გზას მინათებს. ეს წყალი მეორე ხევში ჩადის. ის ხევი მესამეს უერთდება, მესამე მეათეს და მეათე ხომ...